EngRadardirect-apply

უფროსი SME ბანკირი - მარჯანიშვილის ფილიალი

Tbcbank

Tbcbank is the employer — EngRadar is a job radar, not a recruiter. We track this posting from their own careers page and send you straight there; we never handle applications or CVs.

თბილისი, , Georgia Full-time Posted today

SME კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის მართვა, პორტფელის ზრდა და კლიენტის 360° მომსახურება (საკრედიტო, საოპერაციო სხვა პროდუქტები). დამატებით გუნდის მხარდაჭერა და კომპლექსურ კლიენტებზე მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები; 

  • ახალი SME კლიენტების მოზიდვა
  • არსებული პორტფელის მართვა და განვითარება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით
  • კლიენტის საჭიროებების 360° შეფასება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება (სესხები, ანგარიშები, გადახდები, POS, დისტანციური არხები და სხვ.)
  • საკრედიტო განაცხადების ინიცირება ანალიტიკის ჯგუფთნ და პროცესის მართვა
  • ბიზნეს ობიექტზე ვიზიტი
  • კლიენტისგან გამოთხოვილი ფინანსური/არაფინანსური  დოკუმენტაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა
  • უზრუნველყოფის შეფასების ინიცირება (CMM-დან)
  • ანალიტიკოსებთან კოორდინაცია
  • პორტფელის ხარისხის კონტროლი და რისკების იდენტიფიცირება
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა და ამოღების პროცესში ჩართულობა
  • გაყიდვების და ჯვარედინი გაყიდვების გეგმების შესრულება
  • კლიენტთან რეგულარული კომუნიკაცია
  • სესხის მიმდინარე თანხის ჩამოჭრა LCS სისტემიდან
  • ადმინისტრაციული ვალის ცვლილება LCS სისტემიდან
  • გაცემის შემდეგ სესხის უზრუნველყოფის ცვლილება (დამატება/გამოთავისუფლება) თუ აღნიშნული საჭიროებს ფინანსურ შეფასებას LCS სისტემიდან
  • სესხის თანხის განბლოკვა LCS სისტემიდან
  • სესხის ანგარიშის ცვლილება LCS სისტემიდან
  • საკრედიტო/საოპერაციო პირობების შეთანხმება შესაბამის დელეგირებულ პირებთან
  • პორთფელის მომგებიანობის ანალიზი/მართვა

დამატებითი პასუხისმგებლობები (Senior დონე)

  • კომპლექსური და მაღალი ღირებულების კლიენტების მართვა
  • რთული გარიგებების სტრუქტურირებაში წამყვანი როლი
  • ნაკლებად გამოცდილ ბანკირთა მენტორობა და მხარდაჭერა
  • სტრატეგიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება

 

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ;

•            გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება

•            ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი

•            მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს

•            გაქვს ლოგიკური აზროვნება

•            დამარწმუნებელი კომუნიკაცია

•            გუნდურად მუშაობის უნარი

•            სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი

•            საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი

•            AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

 

კვალიფიკაცია

•            ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება

•            პორთველური მართვის გამოცდიელბა

•            საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Posted by Tbcbank on their own careers page — you apply directly, no recruiter in between. View original / apply →

More at Tbcbank